logo
ENG



შსს: მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელმა კიდევ 4 მძევალი გაათავისუფლა

20 ნოე 202019:55
3 წუთის საკითხავი
clock 583
2020/11/20/zfeqc0jky6jzpas.jpg

წერეთლის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო კომპანიაზე "ემ ბი სი" თავდამსხმელმა კიდევ 4 მძევალი გაათავისუფლა. ორი მძევალი თავდამსხმელმა თავიდანვე გაათავისუფლა. ჯამში, 11 მძევლიდან გათავისუფლებულია- 6.

ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს.

თბილისში წერეთლის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი-ის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. მან 11 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელმა ჯერ 2 ადამიანი გაათავისუფლა და შემდეგ კიდევ 4. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან იმყოფება სპეცრაზმიც.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

 


close დახურვა