logo

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი: ყველა მძევალი ჯანმრთელი და უვნებელია

20 ნოე 202021:12
3 წუთის საკითხავი
clock 1 clock 134
2020/11/20/qtnr1voc6em0cq9.jpg

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სიმ, რომლის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმა მოხდა, მძევლებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანი უვნებელია. 

"საბედნიეროდ, ყველაფერი დასრულდა. ყველა მძევალი თავისუფალი, ჯანმრთელი და უვნებელია. ემ ბი სი-ს სახელით, დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის ",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში წერეთლის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი-ს შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. მან 11 ადამიანი მძევლად აიყვანა. სპეცოპერაცია დაახლობით 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ყველა მძევალი გათავისუფლდა, ხოლო თავდამსხმელი დააკავესადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან იმყოფებოდა სპეცრაზმიც. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას გულისხმობს. 

 

 

 



close დახურვა