logo
ENG



რიჟვაძე: ყველამ შევძელით, რომ ეს არჩევნები ჩატარებულიყო ღირსეულად

21 ნოე 202022:56
3 წუთის საკითხავი
clock 568
2020/11/21/8mcbljbbeyxjden.jpeg

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს მოსახლეობას "ღირსეული არჩევნების" ჩატარება მიულოცა.

ამასთან, გამართულ ბრიფინგზე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ 17-ვე ოლქში ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ.

"ჩვენს ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას მისცა მან ხმა, ამ არჩვენების თავისუფალ, დემოკრატიულ პირობებში ჩატარება მინდა მივულოცო. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, ამომრჩევლებს, რომელთაც, მიუხედავად პანდემიისა და მომატებული ეპიდემიოლოგიური რისკებისა, მონაწილეობა მიიღეს მეორე ტურში და დააფიქსირეს თავიანთი ნება ამ ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების მიმართ... წინასაარჩევნო კამპანია არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევასთან იყო დაკავშირებული; ეს ეხება როგორც კოვიდს, ასევე, იმას, რომ რიგი პოლიტიკურ ჯგუფების მხრიდან არჩევნების დისკრედიტაციას, თუმცა ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ეს არჩევნები ჩატარებულიყო ღირსეულად", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში ტარდება. 

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ამომრჩეველს მხოლოდ მმართველი პარტია - ქართული ოცნება სთხოვს. 

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და II ტურს ბოიკოტს უცხადებენ. 

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზეც. 

კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. 

ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს. 

ცნობისთვის, ცესკოს მონაცემებით მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 26% შეადგინა.


close დახურვა