logo

ცესკო შედეგების რუკაზე: პროგრამული ხარვეზია, შესაძლოა იყოს რაიმე სახის გარე ჩარევა

22 ნოე 202000:57
3 წუთის საკითხავი
clock 2 clock 331
2020/11/22/8rtpau0j4cnax04.jpg

ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარი შედეგების რუკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და რუკაზე დატანილ ციფრებს ტექნიკურ ხარვეზად მოიხსენიებს. 

ამასთან, ცესკოში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა რაიმე სახის გარე ჩარევას ჰქონდეს ადგილი.

"შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე გრძელდება შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა, ყველა ოქმი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე ცესკოს საიტზე ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების შედეგები იყო გამოქვეყნებული და ისინი 100%-ს აღემატებოდა. საარჩევნო რუკაზე ჩანდა, რომ მაგალითად ანზორ ბოლქვაძეს ხმების 110% ჰქონდა მიღებული. შალვა კერესელიძეს - 101%; სოზარ სუბარს - 164%; ირაკლი ჩიქოვანს 118% და ა.შ. რუკა საიტზე უკვე გათიშულია. 



close დახურვა