logo
ENG



ჭიაბერაშვილი: ხელფასის შემცირება საჯარო სექტორს რომ შეეხოს, ვნახავ, ვის მოუნდება ჩაკეტვა

22 ნოე 202016:09
3 წუთის საკითხავი
clock 2021
ჭიაბერაშვილი: ხელფასის შემცირება საჯარო სექტორს რომ შეეხოს, ვნახავ, ვის მოუნდება ჩაკეტვა

ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ახალი კორონავირუსის შემთხვევების შემაშფოთებელ ზრდას და მისი გავრცელების პრევენციის მიზნით ქალაქების შესაძლო ჩაკეტვას ეხმაურება. 

ჭიაბერაშვილი წერს: 

1.  ჩაკეტვას აზრი აქვს, თუ პარალელურად სისტემას აწყობ და ალაგებ. ესენი რისი ამწყობ-დამლაგებლები არიან, კი ვხედავთ 8 თვეა (და, ზოგადად, 8 წელია).

2. 2-3 კვირიანი ჩაკეტვა ტეხილს გააკეთებს, მაგრამ არსებითად არაფერს შეცვლის, თუ სისტემა არ აეწყო და დალაგდა. რაც არ და ვერ გააკეთეს 8 თვეში, ვერც 2-3 კვირაში გააკეთებენ.

3. (სოცილოგიური ჰიპოთეზა)

ჩაკეტვის მომხრეთ უმრავლესობა ის ხალხია, რომლებსაც ფინანსურად შეუძლიათ გაძლონ სახლიდან გაუსვლელად (საჯარო სექტორი + კერძო სექტორის მაღალანაზღაურებადი მცირე ნაწილი). დანარჩენები უგონოები და არარაციონალურები კი არ არიან. სახლიდან გაუსვლელად, უბრალოდ, საჭმლის ფული არ ექნებათ.

4. სამსახურის დაკარგვა და ხელფასის შემცირება საბიუჯეტო ორგანიზაციებს ისევე ეხებოდეს, როგორც კერძო სექტორს ეხება, მერე ვნახავდი ჩაკეტვა ვის მოუნდებოდა. უფრო სწორად, მერე არჩევნებსაც სხვანაირს ვნახავდით და მის შედეგებსაც.

მოგვიანებით ჭიაბერაშვილმა თავისივე განცხადება განავრცო და დასძინა: 

1. რას ვეძახით "ლოქდაუნს"? იგი არაა ერთი სახის, ერთი სტანდარტის, ერთი მოცემულობის. იგი შედგება კომპონენტებისაგან, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, x რაოდენობის ადამიანების დახურულ სივრცეში შეკრების აკრძალვა და ა.შ.

2. "ლოქდაუნი, უფრო სწორად, მისი კომპონენტები არის ერთ-ერთი (!) ინსტრუმენტი რთულ მათემატიკურ მოდელში, რომლითაც (ძალიან მარტივად რომ ვთქვათ) ადგენ გავრცელების სიჩქარის კორელაციას ინტენსიური საწოლის საჭიროებასთან. შესაბამისად, "ლოქდაუნის" კომპონენტებს იყენებ გავრცელების სიჩქარის შესანელებლად, რომ დააგდო მოთხოვნა ინტენსიურ საწოლებზე.

3. დღეს ჩვენ:

- არ ვიცით (არ გვეუბნებიან!), ვირუსის გავრცელების სიჩქარე

- არ ვიცით (არ გვეუბნებიან!) ინტენსიური საწოლების, შესაბამისი მედპერსონალითურთ, რაოდენობა

- არ ვიცით (არ გვეუბნებიან!), რამდენზე უნდა დავიდეს გავრცელების სიჩქარე, რომ ინტენსიური საწოლების რესურის გვყოფნიდეს და არ ვშფოთავდეთ (ანუ არ ვიცით კორელაცია პირველ ორს შორის)

- რაც მთავარია, არ ვიცით (არ გვეუბნებიან!), "ლოქდაუნის" თითოეული კომპონენტის ეფექტი გავრცელების სიჩქარეზე ანუ თითოეულ "წერტილოვან შეზღუდვას" რა შედეგი ექნება ინტენსიური საწოლების დატვირთვაზე.

4. სანამ ეს ყველაფერი არ ვიცით, სიტყვაზე უნდა ვენდოთ მთავრობას, რომელიც არჩევნებში "იმარჯვებს" 100-ზე მეტი პროცენტით. 

დღეს, 22 ნოემბერს კორონავირუსის 4048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი. ჯამში ვირუსი 26 თებერვლიდან დღემდე 104 732  ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 85 639 გამოჯანრთელად, 976 გარდაიცვალა.  


close დახურვა