logo
ENG



კორონავირუსით ინფიცირებული 881 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 330 - სუნთქვის აპარატზეა

23 ნოე 202011:13
3 წუთის საკითხავი
clock 712
კორონავირუსით ინფიცირებული 881 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 330 - სუნთქვის აპარატზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 881 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 330 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 18 482 აქტიური შემთხვევაა. 6 221 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 3 531

ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 108 690  შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 89 170  გარდაიცვალა - 1 012.


close დახურვა