logo
ENG



მთავრობა: ამ ეტაპზე, სრული "ლოქდაუნი" არ იგეგმება

23 ნოე 202016:00
3 წუთის საკითხავი
clock 2267
2020/11/23/cqozf5h8p0qtg7x.jpg

მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში სრული "ლოქდაუნი" არ იგეგმება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადების თანახმად, დისკუსიის დროს ხაზი გაესვა, რომ ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის ფონზე გამოწვევებია სექტორში წესების დაცვის კუთხითაც.

"ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით გასატარებელი დამატებითი ღონისძიებები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა. შესაძლო დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება, რადგან სწორედ სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება", - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო, შესაძლოა, მთავრობამ დღეს არსებული რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცროს.


close დახურვა