logo
ENG



ცქიტიშვილი: ვმსჯელობთ სამუშაო დროის შემცირებაზე, ტრანსპორტის, ზოგი საქმიანობის შეზღუდვაზე

24 ნოე 202012:19
3 წუთის საკითხავი
clock 3579
ცქიტიშვილი: ვმსჯელობთ სამუშაო დროის შემცირებაზე, ტრანსპორტის, ზოგი საქმიანობის შეზღუდვაზე

ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ხელისუფლება კორონავირუსის პრეწვენციის მიზნით სამუშაო საათების შემცირებას, გარკვეული ტიპის საქმიანობის შეზღუდვას და ზოგიერთ ქალაქში ტრანსპორტის შეჩერებას განიხილავს.  

მაია ცქიტიშვილმა იმედის ეთერში თქვა, რომ გუშინ, 23 ნოემბერს, სავაჭრო ქსელების, მსხვილი ქსელური მაღაზიების და ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სწორედ ეს საკითხები განიხილა. 

"როცა მობილობის შემცირებაზე ვსაუბრობთ, ეს შესაძლოა იყოს სამუშაო საათების შემცირება, გარკვეულ დღეებში გარკვეული ტიპის საქმიანობის შეზღუდვა, ცალკეულ ქალაქებში ან დასახლებებში თუნდაც ტრანსპორტის შეჩერება, მაგრამ ისევ და ისევ, მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვთქვა, რომ არ ვლაპარაკობთ ქვეყნის მასშტაბით ლოკდაუნზე ან ლოკდაუნის მსგავს ღონისძიებებზე". - თქვა ცქიტიშვილმა. 

კონკრეტულად რა შეზღუდვების დაწესებას გეგმავს ხელისუფლება, დღევანდელ ბრიფინგზე გახდება ცნობილი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება. 


close დახურვა