logo
ENG



იმნაძე: შეზღუდვებზე სხვადასხვა ვარიანტი განვიხილეთ, გადაწყვეტილება ალბათ ხვალ გამოცხადდება

24 ნოე 202022:33
3 წუთის საკითხავი
clock 704
2020/11/24/5o5dnwxdfizzilg.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, შეზღუდვებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.

როგორც იმნაძემ აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციაში შეზღუდვებთან დაკავშირებით მსჯელობა დღეს სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობდა და გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი.

"ბევრი ვარიანტი იყო განხილული, ჯერჯერობით კონსულტაციები კიდევ გრძელდება. ჩვენი კოლეგები იყვნენ ჩართული, ჩვენი თანამემამულეები ნორვეგიიდან, ამერიკიდან, შვეიცარიიდან, აქაური ჩვენი ექსპერტები და განიხილებოდა ბევრი სხვადასხვა კომბინაცია, სხვადასხვა დროის სხვადასხვა ინტენსივბობის. ეს კონსულტაციები კიდევ გაგრძელდება და [გადაწყვეტილება] გამოცხადდება ალბათ, ხვალ",-განაცხადა პაატა იმნაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

დღეს, 24 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, როდიდან იგეგმება შეზღუდვების ამოქმედება. მათ დეტალებზეც არ ულაპარაკიათ, მხოლოდ თქვეს, რომ განიხილება ზოგიერთ ქალაქში ტრანსპორტის შეზღუდვა, სამუშაო ან არასამუშაო დღეებში ზოგიერთი დაწესებულების მუშაობის შეზღუდვა ან სამუშაო საათების შემცირება, ასევე გადაადგილების საათების შემცირება. ამ ეტაპზე კომენდანტის საათი 22:00-დან დილის 05:00-მდე მოქმედებს. 


close დახურვა