logo
ENG



კალაძემ ინსპექციის ხელმძღვანელს დაავალა, დღესვე დაიწყოს უკანონო შენობების დემონტაჟი

25 ნოე 202011:12
3 წუთის საკითხავი
clock 1884

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას დაავალა, დღესვე დაიწყოს "შენობა-ნაგებობების დემონტაჟი უკანონოდ მითვისებულ მიწის ნაკვეთებზე". 

კალაძე ამბობს, რომ თბილისში მსგავსი შემთხვევები გახშირდა, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვება. 

„ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე, როცა მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების უკანონოდ დატაცების ფაქტები ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. მსგავსმა ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო და უკვე ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს. მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას, რომ დღეიდანვე დაიწყონ ქმედებები. ვიცი, რომ რამდენიმე კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაფრთხილება გაქვთ მოსახლეობისთვის მიცემული, რომ იმ პატარა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი თავადვე განახორციელონ, რომელსაც ისინი აშენებენ. თუ ეს ვერ მოხდება, შეგიძლიათ, მიხვიდეთ და ამ ყველაფერს დემონტაჟი თქვენვე გაუკეთოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესში თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას შინაგან საქმეთა სამინისტროც დაეხმარება.   


close დახურვა