logo
ENG



"აშშ მზად არის, კვლავ გაუძღვეს მსოფლიოს" - ჯო ბაიდენმა კაბინეტის წევრები წარადგინა

25 ნოე 202013:15
3 წუთის საკითხავი
clock 1038

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კაბინეტის წევრები წარადგინა. 

სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ მისი გუნდი მზად არის, კვლავ გაუძღვეს მსოფლიოს, დაუპირისპირდეს მოწინააღმდეგეებს და არ უარყოს მოკავშირეები.

"მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები. მე მჯერა, რომ ამერიკა ყველაზე ძლიერი არის მაშინ, როცა მოკავშირეებთან ერთად მუშაობს. ასე ვინარჩუნებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ვეწინააღმდეგებით ტერორიზმს და ექსტრემიზმს, ვაკონტროლებთ პანდემიას, ვუმკლავდებით კლიმატის კრიზისს და მრავალ სხვას", - თქვა ბაიდენმა. 

სახელმწიფო დეპარტამენტს ხელმძღვანელის პოსტზე ენტონი ბლინკენია წარდგენილი. 

ჯონ კერი კლიმატის საკითხებზე იმუშავებს. 

გაეროში აშშ-ის ელჩი ლინდა ტომას გრინფელდი იქნება, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლი კი ჯეიკ სალვინი.

სახაზინო მდივანი, სავარაუდოდ, ჯენეტ იელენი იქნება. 

კაბინეტის წევრების კანდიდატურები სენატმა უნდა დაამტკიცოს. 


close დახურვა