logo
ENG



კაცს, რომელიც გლდანში ყოფილ მეუღლეს თავს დაესხა, ბრალდება წარედგინა

25 ნოე 202016:06
3 წუთის საკითხავი
clock 415
2020/11/25/7xjw8srhx1sgbtn.jpg

კაცს, რომელიც გლდანში, კარფურში ყოფილ მეუღლეს თავს დაესხა, საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე  ბრალდება წარუდგინა

"გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის 23 ნოემბერს ქ.თბილისში ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა ა.გ.-მ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები, რომლითაც აკრძალული ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან თ.პ.-სთან მიახლოვება, მივიდა  მასთან სამსახურში სუპერმარკეტ კარფურში და თ.პ.-ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით საკანცელარიო დანით სახისა და ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა. დაზარალებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის და სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომლების აქტიურობის შედეგად ა.გ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 9 თვის მონაცემებით:

ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3633 პირის მიმართ; გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 120 ბრალდებულის მიმართ; ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელია - 94%, ხოლო დაკმაყოფილებულია- 54%.


close დახურვა