logo
ENG



საპატრიარქო: ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფშია, სჯობს არ დაესწროს მსახურებას

25 ნოე 202016:45
3 წუთის საკითხავი
clock 589
2020/11/25/sqsy8nw11ee82fp.jpg

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და კორონავირუსთან დაკავშირებით სასულიერო პირებს რეკომენდაციებს აძლევს. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ტაძარში მრევლმა უნდა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. 

"COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს:

აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებას აანონსებენ. მეუფეები კი აცხადებენ, რომ ტაძრები არც ერთ შემთხვევაში დაიკეტება.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 114 889 -ს შეადგენს. აქედან 9 5581 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 085 გარდაიცვალა.


close დახურვა