logo
ENG



პენიტენციური: სამოქალაქო კლინიკიდან დაბრუნებულ 5 პატიმარს კორონავირუსი აღმოაჩნდა

25 ნოე 202021:09
3 წუთის საკითხავი
clock 475
პენიტენციური: სამოქალაქო კლინიკიდან დაბრუნებულ 5 პატიმარს კორონავირუსი აღმოაჩნდა
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, #10 დაწესებულების ბაზაზე არსებულ საკარანტინო სივრცეში, სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
 
უწყების პრესრელიზში ნათქვამია, რომ ინფიცირებულები ისევ სამოქალაქო, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს ისე, რომ სასჯელის მოხდის ადგილას არ დაუბრუნებიათ. მათივე მტკიცებით, პატიმრების მდგომარეობა სტაბილურია, ისინი არიან უსიმპტომო პაციენტები. 
 
"სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მათზე კონტროლი განხორციელდება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით, რათა არ იყოს ამ პატიმრებთან ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება.
 
რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) აღჭურვილები არიან. 
 
ამასთან, ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PCR ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, დამატებით კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ყოველ 72 საათში ერთხელ კი სწრაფი ტესტით მოწმდებიან. საკნებს, სადაც ინფიცირებული პირები იყვნენ, არაგეგმიური დეზინფექცია ჩაუტარდა", - წერია პენტენციურის სამსახურის განცხადებაში.  
 
უწყების ცნობით, პატიმრები ციხიდან სამოქალაქო კლინიკაში სტაციონარული მომსახურების (ოპერაცია, კონსერვატიული მკურნალობა და ა.შ.) მიღების მიზნით იყვნენ.

close დახურვა