logo
ENG



კარალეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

28 ნოე 202023:14
3 წუთის საკითხავი
clock 491
კარალეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.


close დახურვა