logo
ENG



ადვოკატი: მოსამართლე მელაშვილსა და ილიჩოვას ეკითხებოდა, თავმდებებს თუ იცნობთო

30 ნოე 202017:48
3 წუთის საკითხავი
clock 613

ადვოკატი გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ პროცესზე მოსამართლე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას იმ ადამიანებზე უსვამდა შეკითხვებს, ვინც მათ დავმდებებად დაუდგნენ.

როგორც მან ფორმულასთან განაცხადა, ბრალდებული სულ რომ არ იცნობდეს თავმდებებს, კანონით არც ამის პრობლემა არ არის. 

"მოსამართლემ დასვა ძალიან უცნაური ტექნიკური კითხვები მაგალითად იმასთან დაკავშირებით, თავმდებად ვინც დაუდგა, ამ ადამაინებს თუ იცნობენ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, თან დაიწყო მოქალაქეების სახელებისა და გვარების კითხვით, იქ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ოპოზიციური პარტია, მსახიობები, სპორტსმენები, ცნობილი ადამიანები რომ არიან, იმათზე არაფერი, დაიწყო უბრალო მოქალაქეებზე საუბარი, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი პირადი თავმდებობის და ჩვენ ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, რომ მათი ხმა არ დაკარგულიყო, ამ ადამიანების სახელებითა და გვარებით დაიწყო კითხვები. სულ რომ არ იცნობდეს თავმდებებს, კანონით არც ამის პრობლემა არ არის, კანონი ამბობს, რომ პირადი თავდები უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას. ეს იყო დაგვირგვინება ამ პროცესის", - თქვა ადვოკატმა.

სასამართლომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა. მიუხედავად ადვოკატის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა, ასევე 200-მდე ადამიანის თავდებობისა, მოსამართლე ზვიად ვაჩაძემ მიიჩნია, რომ ილიჩოვას და მელაშვილის მხრიდან საფრთხეები ისევ არსებობს. 


close დახურვა