logo
ENG



მთავრობა აღარ აცხადებს, რომელ რეგიონში რამდენი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

01 დეკ 202012:59
3 წუთის საკითხავი
clock 1763
მთავრობა აღარ აცხადებს, რომელ რეგიონში რამდენი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

მთავრობის ადმინისტრაცია ყოველდღიურ რეჟიმში დეტალურად აღარ აცხადებს, თბილისსა და რეგიონებში რამდენი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

როგორც წესი, მთავრობის ადმინისტრაციაში ყოველდღიურ ბრიფინგს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავა მართავს და ამბობს, გასულ 24 საათში ინფიცირების რამდენი შემთხვევა გამოვლინდა, რომელ რეგიონში რამდენი დადასტურდა, რამდენი გარდაიცვალა, რამდენი პაციენტია მძიმე და ა.შ. 

21 ნოემბრის ჩათვლით სიჭინავა გარდაცვალების მაჩვენებელს რეგიონების მიხედვითაც აცხადებდა, 22 ნოემბერს, კვირა დღეს ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ მეილზე დააგზავნა, 23 ნოემბრიდან კი სიჭინავა ამ ინფორმაციას აღარ აცხადებს.

მიზეზის გასარკვევად ფორმულა  მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა - მათ პასუხი არ აქვთ კითხვაზე, რატომ აღარ ავრცელებენ გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას რეგიონების მიხედვით.


close დახურვა