logo
ENG



ბეჟუაშვილი: საზღვრის დელიმიტაციის თემის ასეთი პოლიტიზება ჩემთვის მიუღებელია

01 დეკ 202020:56
3 წუთის საკითხავი
clock 1301

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი გენერალურ პროკურატურაში კარტოგრაფების საქმეზე 7 საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

დაკითხვიდან გამოსული ბეჟუაშვილი ამბობს, რომ კარტოგრაფების საქმის გამოძიება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრების გარეშეც იყო შესაძლებელი და რომ საქმის ამ ფორმით წარმოება ნებისმიერი შემდგომი კომიის საქმიანობაზე უარყოფით გავლენას იქონიებს. 

"იმ დოკუმენტების მიხედვით, ზოგიერთი ნაწილი დავით გარეჯის კომპლექსის აზრებაიჯანის ტერიტორიაზე იყო მოხვედრილი. ეს იყო ის ფაქტი, რაც კომისიამ დაადგინა, რაც კომისიითვისაც და ჩვენთვისაც ცნობილი იყო, როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებისთვის. 

წინასაარჩევნოდ, საერთოდ, საზღვრის დელიმიტაციის თემის ასეთი პოლიტიზება ჩემთვის მიუღებელია. ძალიან ფაქიზი თემაა, ძალიან სენსიტიური, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი. 

ორი ადამიანი არის წინასწარ პატიმრობაში უკვე 2 თვეზე მეტია. ჭეშმარიტების დადგენა ამის გარეშეც შეიძლებოდა, ჩემი შეფასებით. 

თუ არის რაიმე ახალი გარემოება, ძალიან კარგი, საჩვენოდ გამოვიყენოთ, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა, ჩემი აზრით, უარყოფითად იმოქმედებს ნებისმიერი შემდგომი კომისიის მუშაობაზე", - ამბობს ბეჟუაშვილი. 

30 ნოემბერს სასამართლომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა

მიუხედავად ადვოკატის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა, ასევე 200-მდე ადამიანის თავდებობისა, მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიჩნია, რომ ილიჩოვას და მელაშვილის მხრიდან საფრთხეები ისევ არსებობს. 


close დახურვა