logo
ENG



დეკანოიძე: გაყალბებული არჩევნების ფონზე პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას არ ვაპირებთ

03 დეკ 202014:29
3 წუთის საკითხავი
clock 972
დეკანოიძე: გაყალბებული არჩევნების ფონზე პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას არ ვაპირებთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების ფონზე, ოპოზიცია პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას არ აპირებს.

დეკანოიძე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ პარლამენტში ბიუჯეტის განხილვის პროცესში ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

"გიორგი გახარია ცალკე არ წყვეტს არაფერს. ყველაფერი, მთელი პოლიტიკური ნება დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე. ამიტომ გაყალბებული არჩევნების ფონზე ჩვენი პოზიცია ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, რომელსაც მივაწოდეთ ის გეგმა, რომ აუცილებლად უნდა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყანა, ამ უმძიმესი ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისიდან. ამიტომ, გაყალბებული არჩევნების ფონზე ლეგიტიმაციის მინიჭებას ჩვენ პარლამენტისთვის არ ვაპირებთ", - განაცხადა დეკანოიძემ.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს და პარლამენტის მანდატები მიიღეს - ჯამში, 8 პარტია - 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ოპოზიცია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში უკვე გაიმართა მოლაპარაკებების 2 რაუნდი, თუმცა უშედეგოდ. უცნობია, როდის შედგება მესამე რაუნდი. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმზე უარის თქმას არ გეგმავს. 


close დახურვა