logo
ENG



ბიზნესზე პანდემიის ზეგავლენით საქართველო უმაღლესი რისკის მქონე ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში

03 დეკ 202016:32
3 წუთის საკითხავი
clock 4100
2020/12/03/ulu2adfx392z97d.png

საერთაშორისო ორგანიზაცია SOS International უსაფრთხოების ნიშნით სხვადასხვა ქვეყნების შეფასების რუკას აქვეყნებს. შეფასება სამ ძირითად კრიტერიუმს ემყარება: პოლიტიკური და სოციალური უსაფრთხოება, პანდემიის დროს ჯანმრთელობის უსაფრთხოება და შემამსუბუქებელი ფაქტორები და პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესის კეთებისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების რისკები, ისევე როგორც, შემამსუბუქებელი ზომების ეფექტურობა. 

პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესის კეთებისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნაწილში საქართველო მსოფლიო რუკაზე უკიდურესად მაღალი რისკის მქონე ერთადერთი ქვეყანაა. 

კოვიდპანდემიის დროს ჯანრთელობის უსაფრთხოებისა და პანდემიასთან ბრძოლის ზომების ეფექტურობით საქართველო მაღალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა. 

პოლიტიკური ძალადობის, სოციალური არეულობისა და ამ საკითხებთან დაკავშირებით, პანდემიის ზეგავლენის მიხედვით საქართველო დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის არის. 

ორგანიზაცია რისკის შეფასების კრიტერიუმებსა და მოცემული მაჩვენებლების მიხედვით მსოფლიო რუკას ყოველთვიურად აახლებს. 


close დახურვა