logo
ENG



მელია ოპოზიციის შეხვედრაზე: ოპოზიცია ერთიანია, გამოსავალი ახალ არჩევნებშია

03 დეკ 202016:55
3 წუთის საკითხავი
clock 688
2020/12/03/x95j9yqzv8871il.jpg

ლელო საქართველოსთვის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ერთიანობა შენარჩუნებულია და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა ხელახალ არჩევნებშია.

"ოპოზიცია როგორც არასოდეს, ისეა ერთიანი. ერთიანია იმ პოზიციაში, რომელსაც მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში. პოზიცია, რომელიც გულისხმობს, რომ ქვეყანაში არ ჩატარდა არჩევნები. ბიძინა ივანიშვილის მიერ, სხვა კრიზისებს ერთად, შექმნილია პოლიტიკური კრიზისი, ხელოვნურად დაამატა. ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას გამოსავალი სჭირდება და ეს გამოსავალი არის ახალ არჩევნებში", - განაცხადა მელიამ.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, მაგრამ შეხვედრები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უცნობია თუ როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.


close დახურვა