logo
ENG



სამადაშვილი რესპუბლიკელებზე: არაა საჭირო ბნელ ოთახში კატის ძებნა, რომელიც იქ არაა

11 დეკ 202014:31
3 წუთის საკითხავი
clock 451
2020/12/11/lc9940qxeowt1rr.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, ის, რომ რესპულიკური პარტია სხვა პარტიებთან ერთად მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელს არ აწერს პრობლემა არ არის.

როგორც სამადაშვილი Facebook გვერდზე წერს, ბლოკის წევრ პარტიას შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის მიმართავს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით.

"გასაგებად თქვა რესპუბლიკურმა პარტიამ, რომ არ აპირებს ამ პარლამენტის მანდატების გამოყენებას, ანუ პარლამენტში შესვლას. ტაკტიკურად, თუ როდის მიმართავენ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, ვფიქრობ, მათ, როგორც ბლოკის წევრ დამოუკიდებელ პარტიას, შეუძლიათ ავტონომიურადაც მიიღონ.

ვერ ვხედავ ამაში რაიმე სახის პრობლემას. არაა საჭირო ბნელ ოთახში კატის ძებნა, რომელიც იქ არაა. ამ რთული და საინტერესო ისტორიის პარტიას, საკუთარი ნიშა უჭირავს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც არ იზომება მხოლოდ მათი მხარდამჭერების რაოდენობით და ვფიქრობ, ენმ-ის ღირებული პარტნიორია. ოპოზიციის ერთიანობა ივანიშვილმაც ვერ დაშალა. იმედია, ოპოზიციას ჭკუა ეყოფა, განხეთქილების კერები თავად არ შექმნას",-წერს სამადაშვილი.

დღეს, 11 დკემბერს მე-10 მოწვევის პარლამნტი ერთპარტიულად შეიკრიბა. 

სხდომის პარალელურად ახალგაზრდობის სასახლის წინ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მანდატებზე უარს დემონსტრაციულად მოაწერეს ხელი. მემორანდუმზე ხელის მოწერა იმის კიდევ ერთხელ დადასტურებას ემსახურება, რომ ბარიერგადალახული პარტიები პარლამენტში არ შევლენ. 

ხელის მოწერის ცერემონიას არ დაესწრნენ გირჩი, რესპუბლიკური პარტია და მოქალაქეები

რესპუბლიკური პარტიის ორმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები ბლოკ ენმ - ძალა ერთობაშიასთან ერთად მოიპოვეს, დღეს განაცხადეს, რომ მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მიმართავენ. 

რესპუბლიკელების ამ პოზიციას ბლოკში პარტიორების მწვავე შეფასებებიც მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტია ალეკო ელისაშვილის გზას დაადგა. 

შემდეგ რესპუბლიკელებმა ასევე თქვეს, რომ ენმ - ძალა ერთობაშიას ერთობლივი გადაწყვეტილების გარეშე მათი პარტია პარლამენტში არ შევა. აღსანიშნავია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს, 11 დეკემებერს ხელი უკვე მოაწერა მანდატების გაუქმების მემორანდუმს.


close დახურვა