logo
ENG



ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდს კვლავ არ დაესწრნენ რუსეთის წარმომადგენლები

13 დეკ 202013:27
3 წუთის საკითხავი
clock 463
2020/12/13/dfe99pph4o2kzgd.jpg

10-11 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახითებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კოვიდპანდემიის ფონზე დამძიმებულ ადამიანის უფლებრივი, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ვითარებაზე, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებაზე.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის გაუსაძლის პირობებს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე, მედიკამენტებზე და საარსებო საშუალებებზე წვდომის შეზღუდვამ გამოიწვია. აღინიშნა ადგილობრივი სამოქალაქო ატივისტების შევიწროების საკითხი.

ამასთან, ქართული მხარე მიუთითებს, რომ რუსეთის და დეფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებმა განხილვებში მოლაპარკებაზე კვლავ უარი თქვეს. 

"სამწუხაროდ, რუსეთის დელეგაციისა და დე-ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლებმა განხილვებში მონაწილეობის მიღებაზე ტრადიციულად უარი განაცხადეს და მოლაპარაკებათა დარბაზი დატოვეს. ქართული მხარე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჰუმანიტარული საკითხების არაპოლიტიკურ ჭრილში განხილვის აუცილებლობას, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. თავის მხრივ, საქართველო ადასტურებს მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობის გაგრძელებისთვის მზადყოფნას, რათა ეფექტიანად მოხდეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაწყვეტა".- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 52-ე რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება.


close დახურვა