logo
ENG



ქართულმა ოცნებამ პარლამენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატად გახარია წარუდგინა

14 დეკ 202013:13
3 წუთის საკითხავი
clock 638

ქართულმა ოცნებამ პარლამენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატურად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა.

"მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა. შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ხელს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აწერს",-ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად, 11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა.

პარლამენტში სხდომის პარალელურად ახალგაზრდობის სასახლის წინ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მანდატებზე უარს დემონსტრაციულად მოაწერეს ხელი. მემორანდუმზე ხელის მოწერა იმის კიდევ ერთხელ დადასტურებას ემსახურება, რომ ბარიერგადალახული პარტიები პარლამენტში არ შევლენ. 

ხელის მოწერის ცერემონიას არ დაესწრნენ გირჩირესპუბლიკური პარტია და მოქალაქეები

 


close დახურვა