logo
ENG



სერბეთის სახელით მოასპარეზე დათუნაშვილმა მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

14 დეკ 202013:43
3 წუთის საკითხავი
clock 2668
2020/12/14/qo0waoktdk7xlxo.jpg

სერბეთში ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე მსოფლიო თასზე სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას დათუნაშვილის ამჟამინდელი კლუბი სერბული "პროლეტერი" ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასზე არ მონაწილეობს საქართველოს ნაკრები. როგორც ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი, გიორგი კიკაბიძე აცხადებს, ეს გადაწყვეტილება 2 მიზეზით გამომდინარეობს - ნაკრების თითქმის ყველა მოჭიდავეს, ლიდერების ჩათვლით, COVID-19 დაუდასტურდათ და მსოფლიო თასზე სულ რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობს და ნაკრებისთვის ეს ტურნირი პრიორიტეტული არ არის. 

სპორტის სასახლეში, 2019 წლის 11 იანვარს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესა და დათუნაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. გეგეშიძემ დათუნაშვილს რკინის საგანი ჩაარტყა. ფაქტი კამერებმა დააფიქსირეს. მოგვიანებით გეგეშიძე დააკავეს და მას ბრალი წარუდგინეს. თუმცა, მოსამართლემ ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამავდროულად, გეგეშიძეს არც თანამდებობა დაატოვებინეს. 

თავის მხრივ დათუნაშვილი აცხადებდა, რომ ის საქართველოს სახელით იქამდე არ იჭიდავებდა, სანამ გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტი იქნებოდა. 

საბოლოოდ, დათუნაშვილმა ასპარეზობა სერბეთის სახელით განაგრძო. 2020 წლის 6 დეკემბერს კი გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს.


close დახურვა