logo
ENG



ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ

20 დეკ 202016:02
3 წუთის საკითხავი
clock 3218

ნაციონალურ მოძრაობას ახალი თავმჯდომარე თვის ბოლოს ეყოლება.

გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დაასახელეს. 

ენმ-ში ამბობენ, რომ კენჭისყრა ელექტრონული წესით მოხდება. 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 15 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება  გამოაქვეყნა. მან ფეისბუქზე დაწერა, რომ არ ეთანხმება ენმ-ის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა.

ვაშაძე ასევე მიუთითებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი მის შიგნით და გარშემო "ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა." მისივე თქმით, ასევე "მიუღებელია დიპლომატებზე თავდასხმა". ვინაიდან ამით აშშ-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას ზიანი ადგება. 


close დახურვა