logo
ENG



ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს

22 დეკ 202020:04
3 წუთის საკითხავი
clock 962
ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკართან დაკავებული მირიან თაზიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

"ეს იყო საქართველოს შესაბამისი უწყებების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი", - თქვა ახვლედიანმა.

თაზიაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 20 ნოემბერს დააკავეს, ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ კი მას 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.


close დახურვა