logo
ENG



კობახიძე: არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, ქართული ოცნება არა 48%-ს, ბევრად უფრო მეტს მიიღებდა

25 დეკ 202022:54
3 წუთის საკითხავი
clock 1404
2020/12/25/nx0vm5d0wstckwr.jpg

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარებულიყო, "ოცნება" ხმების არა 48%-ს, არამედ ბევრად უფრო მეტს აიღებდა. კობახიძის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ოპოზიციამ თავის ამომრჩეველს "იმედები გაუცრუა". ამის შესახებ მან POSTV-s ეთერში ისაუბრა:

"მოსახლეობის ნახევარმა მისცა ხმა ოპოზიცია და მათი დამოკიდებულება უკვე არის შეცვლილი იმ ოპოზიციის მიმართ, რომელმაც მათ იმედები რეალურად გაუცრუა. განსაკუთრებით ეს ეხება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ელექტორატს, რომლებიც, მათი ელექტორატის შეხედულებით იყო ნაკლებად რადიკალური და დღეს ეს ელექტორატი ხედავს, რომ ისინი რაღაც რადიკალურ პროცესებში არიან ჩართული. შესაბამისად, დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, არათუ 48%-ს, მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება ბევრად უფრო მეტს მიიღებდა. ზუსტად ამ ქაოსის გათვალისწინებით და არასწორი ნაბიჯების გათვალისწინებით, რაც ოპოზიციის მხრიდან არის გადადგმული", - თქვა კობახიძემ.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნები გაყალბდა და მის ოფიციალურ  შედეგებს არ არ აღიარებს.  მათმა დიდმა უმრავლესობამ უარი თქვა დეპუტატის მანდატებზე, განულებულია პარტიების უმრვლესობის სიაც.

გუშინ, 24 დეკემბერს ერთპარტიულმა პარლამენტმა საქართველოს მთავრობა 85 ხმით, 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.


close დახურვა