logo
ENG



"მეტი თავისუფლება გირჩი" - ზურა ჯაფარიძემ ახალი პარტია დააარსა

26 დეკ 202016:25
3 წუთის საკითხავი
clock 898

დღეს, 26 დეკმბერს ზურა ჯაფარიძემ ახალი გირჩი დააფუძნა. პარტია დარეგისტრირდება სახელით "მეტი თავისუფლება - გირჩი".

დღევანდელ ყრილობაზე პოლიტსაბჭო და სარევიზიო კომისიის წევრები აირჩიეს. ყველა ეს პროცედურა მანამდე ონლაინ იყო გავლილი. 

პარტიის თავჯდომარე ზურა ჯაფარიძე იქნება.

რაც შეეხება პარტიის დროშასა და ლოგოს, როგორც ჯაფარიძემ ყრილობაზე აღნიშნა, ისინი უცვლელი იქნება.

გირჩი მას შემდეგ გაიყო, რაც 4 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუქის დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასთნ და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტდა. 


close დახურვა