logo
ENG



საპატრიარქო: "მორალურ-ზნეობრივი დარღვევის" გამო სასულიერო პირს მღვდელმოქმედება შეუჩერდა

26 დეკ 202021:38
3 წუთის საკითხავი
clock 14847
2020/12/26/6ic5mai9tpkko8l.jpg

საპატრიარქოს განცხადებით, შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს ​მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა. 

განცხადება საპატრიარქომ შაბათის ფორმულას ანონსის შემდეგ, სიუჟეტის ეთერში გასვლამდე რამდენიმე წუთით გაავრცელა.

სიუჟეტის მიხედვით, 17 წლის სტიქაროსანი სასულიერო პირს გარყვნილი ქმედების მცდელობაში ადანაშაულებდა. 

"დეკანოზი ბასილი 2019 წლის ბოლოს სამკურნალოდ წავიდა საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში. წასვლიდან რამდენიმე თვეში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) იგი გაათავისუფლა ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან, ვინაიდან რამდენიმე თვის განმავლობაში არ დაბრუნდა საქართველოში.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, 18 დეკემბერს შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოების კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს შეუჩერდა მღვდელმსახურების უფლება. კრების ოქმის თანახმად, მღვდელმსახურების შეჩერების მიზეზი "მორალურ-ზნეობრივი" დარღვევებია". - აღნიშნულია განცხადებაში. 


close დახურვა