logo
ENG



ჯაფარიძე: ლარი უფასურდება და შეუძლებელია, ნებისმიერი იმპორტული პროდუქცია არ გაძვირდეს

29 დეკ 202017:20
3 წუთის საკითხავი
clock 1002
ჯაფარიძე: ლარი უფასურდება და შეუძლებელია, ნებისმიერი იმპორტული პროდუქცია არ გაძვირდეს

"მეტი თავისუფლება გირჩის" დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას ეხმაურება და აცხადებს, რომ ლარი წლიდან წლამდე უფასურდება, შესაბამისად, შეუძლებელია, იმპორტული პროდუქცია არ გაიზარდოს.

ჯაფარიძის თქმით, საკითხავი ისაა, აქამდე რატომ არ გაზარდეს ელექტროენერგიის ტარიფი.

"ის, რომ წლიდან წლამდე ლარი კატასტროფულად უფასურდება, ეგ შეუძლებელს ხდის, რომ ნებისმიერი იმპორტული პროდუქცია არ გაძვირდეს. შესაბამისად, ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვანი წილი მოდის თბოელექტროსადგურებზე, რომლებიც ბუნებრივ აირზე მუშაობს, რომელიც იმპორტირებული პროდუქციაა და მისი ფასი დოლარშია ფიქსირებული. აქამდე როგორ არ გაზარდეს ტარიფი, ეგ არის საკითხავი და არა ის, ახლა რატომ გაიზარდა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ელექტროენერგიის ფასი როგორც თბილისის, ისე რეგიონების მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის იზრდება. საყოფაცხოვრებო ტარიფი დაახლოებით 3 თეთრით იზრდება, არასაყოფაცხოვრებო ტარიფები - 9-12 თეთრით. პრემიერის თქმით, 2021 წელს გაზრდილი ტარიფების სუბსიდირებას ხელისუფლება მოახდენს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც 300კვტ-მდე მოიხმარენ. 


close დახურვა