logo
ENG



კალაძე: გლდანში რეაბილიტაციის დროს მიწიდან ამოღებული ძველი მილები მოიპარეს

30 დეკ 202011:35
3 წუთის საკითხავი
clock 1186

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის რეაბილიტაციის დროს, მიწიდან ამოღებული ძველი მილები მოიპარეს.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტს 200 000 ლარის ზარალი მიადგა. 

"გამოიკვეთა სავარაუდო დანაშაული. ის ძველი მილები, რომელიც იყო მიწაში განთავსებული და რომლის ამოღება მოხდა, დასაწყობებული იყო, ეს მილები აღარ არის, მოიპარეს. ეს იყო მუნიციპალიტეტის საკუთრება, 500 ტონა ლითონის მილები, მინიმუმ 200 000 ლარი აქვს მუნიციპალიტეტს ზარალი, შესაბამისად ამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა დასრულებული აქვს აუდიტის სამსახურს და მთავარ პროკურატურას გადაეცემა საქმე. ყველა აგებს პასუხს, ვინც დამნაშავეა და ვინც გარეულია ამ სავარაუდო დანაშაულში, რომელიც მალე გამოიკვეთება", - თქვა კალაძემ.

მისი განცხადებით, ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია, რეაბილიტაცია კი ხარვეზებით წარიმართა. მერის თქმით, გამოიკვეთა სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, შიდა აუდიტმა მოკვლევა დაასრულა, დოკუმენტები კი გენერალურ პროკურატურაშია გადაგზავნილი.


close დახურვა