logo
ENG



საგანგებო: ღამის განმავლობაში ორი ახალი კერა გაჩნდა, ცეცხლი უკვე ჩამქრალია

10 იან 202111:30
3 წუთის საკითხავი
clock 345

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ხანძრის 2 ახალი კერა გაჩნდა გურიაში, მამათში და სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის ხანძარი ორივე ლოკაციაზე ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, ერთი კერაა დარჩენილი სამეგრელოში - დობერაზენში. ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

"დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.


close დახურვა