logo
ENG



დიდთოვლობის გამო ქვეყნის მასშტაბით გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია

12 იან 202112:31
3 წუთის საკითხავი
clock 397

დიდთოვლობის გამო ქვეყნის მასშტაბით გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. ჟინვალი, ბარისახო, შატილის საავტომობილო გზაზე ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა მუშაობს. ამას გარდა საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია ყაზბეგი-კობის მონაკვეთზე. ყაზბეგში ჩარჩენილი არიან დამსვენებლები, რომლებიც უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

საავტომობილი გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე უხვი ნალექისა და დიდთოვლობის გამო აღდგენითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება:

"დიდთოვლობის გამო და გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით საავტომობილო გზა დაკეტილია კობი-გუდაურის მონაკვეთზე. როგორც კი მოგვეცემა საშუალება და იქნება რეკომენდაცია იმ წუთში დავიწყებთ მუშაობას და აღდგენილი იქნება მოძრაობა",-ამბობს გსაავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი.


close დახურვა