logo
ENG



შსს: ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 1 050 პირი დაჯარიმდა

13 იან 202111:18
3 წუთის საკითხავი
clock 635
2021/01/13/jge9c2i1a10xjlm.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 195 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა) შესაბამისად 145 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 1 050 ფიზიკური პირი.

შსს კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

"პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


close დახურვა