logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 1 357 შემთხვევა, გარდაიცვალა 21 ადამიანი, ჩატარდა 15 891 ტესტი

14 იან 202110:51
3 წუთის საკითხავი
clock 994

საქართველოში კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა, 748 კი გამოჯანმრთელდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 15 891 კვლევა ჩატარდა, მათ შორის  8 767 ანტიგენის ტესტით, 7 124 PCR ტესტით.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:

  • თბილისი 561;
  • აჭარა - 112;
  • იმერეთი - 196;
  • ქვემო ქართლი - 69;
  • შიდა ქართლი - 111;
  • გურია - 18;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 131;
  • კახეთი - 84;
  • მცხეთა-მთიანეთი - 41;
  • სამცხე-ჯავახეთი - 26;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, 3 780 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 808 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 240 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 244 612 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 228 359 გამოჯანმრთელდა, 2 867 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა