logo
ENG



უსუფაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის გამო საჯარო სივრციდან დისტანცირება უწევს

14 იან 202119:39
3 წუთის საკითხავი
clock 970
უსუფაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის გამო საჯარო სივრციდან დისტანცირება უწევს
პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ გარკვეული დროით საჯარო სივრციდან დისტანცირდება. მიზეზად ჯანმრთელობის რეაბილიტაციას ასახელებს, ამბობს, რომ "საგანგაშო არაფერია" და გამოჯანმრთელების შემდეგ გეგმავს ისევ დაბრუნებას. 
 
"გარკვეული ხნით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს. საგანგაშო არაფერია, მაგრამ ცხოვრების არაადამიანური რეჟიმით დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაცია გადაუდებელი გახდა.
ბევრმა იცით, რომ ბოლო თვეებში სრული დატვირთვით მუშაობას ვეღარ ვახერხებდი. ვერც მძიმე პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებაში ვიაქტიურე სათანადოდ და ამით ბევრს იმედი გაგიცრუეთ.
 
ეს, და კიდევ 30 წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფოს ფეხზე ვერ დაყენებაში ჩემი წილი პასუხისმგებლობის განცდაა ის მთავარი სტიმულატორი, რომელიც მწყობრში მალე დაბრუნებას და საქმეში ბოლომდე დახარჯვას შემაძლებინებს. "ჩვენი მოწყენილი კარგი ქვეყნის" მალე გახარებას გისურვებთ!" - წერს დავით უსუფაშვილი. 
 


close დახურვა