logo
ENG



იმნაძე ჩინური ვაქცინის შემოტანაზე: თუ ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებული იქნება, რატომაც არა

14 იან 202121:25
3 წუთის საკითხავი
clock 645

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ თუკი ჩინური რომელიმე ვაქცინა პრეკვალიფიცირებული იქნება, მაშინ საქართველო მის შემოტანას განიხილავს. ფორმულას ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" ინტერვიუსას იმნაძემ აღნიშა, რომ ისინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ავქცინებიდან აარჩევენ. 

"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რომელიც იქნება პრეკვალიფიცირებული, მერე იქედან რომელსაც გვინდა ავარჩევთ.[...]  

თუ ჩინური ვაქცინა მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაციას, მაშინ, ამაზე რა წინააღმდეგობა იქნება, არ მესმის. თუ იქნება [აღიარებული], რატომაც არა?" - ამბობს პაატა იმნაძე.

პაატა იმნაძის თქმითვე, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია კოვაქს პლატფორმასა და პარტნიორ ქვეყნებზე, როდის მიაწვდიან ვაქცინას. 

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 13 იანვარს განაცხადა, რომ მთავრობა მხოლოდ ამერიკულ-გერმანული "ფაიზერისა" და ბრიტანული "ასტრაზენეკას" ვაქცინების შემოტანას განიხილავს და "კატეგორიულად" არ განიხილავს - ჩინურს. 

გასულ დღეებში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ "ფაიზერისა" და "მოდერნა"-ს ვაქცინები საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან მათი შენახვის ტემპერატურია -80 და -20 გრადუსია, რაც ქვეყნისთვის მიუწვდომელია და მათი ყველა რაიონში დისტრიბუციის საშუალება არ არის.

ცერცვაძის თქმითვე, საუბარია საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზე - ერთი AstraZeneca-ა, მეორე კი ჩინური წარმოების ვაქცინა. მოგვიანებით, მან განმარტა, რომ ჩინური ვაქცინა "ხელწამოსაკრავი" არ არის, თუმცა ამ ვაქცინის შემოტანაზე მას რეკომენდაცია არ გაუცია.


close დახურვა