logo
ENG



ზარქუა კობახიძეზე: ხვალ ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, ძალიან მაგარ ბიჭს

15 იან 202119:56
3 წუთის საკითხავი
clock 1397
2021/01/15/x05q20se1b7zwht.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირება არ არის და გუნდი ერთიანია.

ზარქუას თქმით, ხვალ 16 იანვარს მმართველი გუნდი ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს, "ძალიან მაგარ და გამოცდილ ბიჭს აირჩევს".

"მე მგონი, კანდიდატურა იცით, ვინ გახდება ხვალ თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელიც არის ძალიან მაგარი ბიჭი, გამოცდილი, კომპეტენტური და ჩვენ ყველა ერთად გადავლახავთ გამოწვევებს. ხვალ ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, ძალიან მაგარ ბიჭს და ყველაფერი კარგად იქნება", - აცხადებს ზარქუა.

ხვალ, 16 იანვარს ქართული ოცნების ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. 11 იანვარს ქართული ოცნების პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე წარადგინა.

თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ის ბიძინა ივანიშვილმა დატოვა. 

ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან წასვლისა და მის ადგილზე კობახიძის დანიშვნის შესახებ ფორმულამ ექსკლუზიური ინფორმაცია 17 დეკემბერს გაავრცელა. 


close დახურვა