logo
ENG



რურუა ელისაშვილს: ჩემს უკანონო პატიმრობაში ბრალი მიუძღვის ერთადერთ ადამიანს - ივანიშვილს

16 იან 202117:04
3 წუთის საკითხავი
clock 2150
2021/01/16/5zvz1m80e6ujjgz.jpg

"მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა "მოქალაქეების" ლიდერს ალეკო ელისაშვილს Facebook-ზე პასუხობს და აცხადებს, რომ მის უკანონო პატიმრობაზე პასუხისმგებელი ერთადერთი ადამიანია და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ელისაშვილის განცხადებით, გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლების საკითხი ოპოზიციის გამო ჩავარდა. 

რურუა მმართველ გუნდთან მოლაპარაკებისას პროდასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

"ჩემო მეგობარო ალეკო, ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს. მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და პრინციპულ ოპოზიციას, რომლებიც მეხმარებიან ჩემი უდანაშაულობის დადგენაში. და ბოლოს, მინდა განვაცხადო,რომ სრულად მხარს ვუჭერ დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა", - წერს რურუა.

14 იანვარს პოლიტიკის ფორმულაში სუმტრობისას, მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც საარჩევნო რეფორმისა და პოლიტპატიმრების განთავისუფლების სანაცვლოდ, პარლამენტში შესვლის მზაობა გამოთქვა, განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილთან დადებულ შეთანხმებას აუცილებლად შეასრულებს. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არის შეთანხმების შესრულება გარანტირებული, 8 მარტის შეთანხმების არასრულად შესრულების შემდეგ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლების საკითხი ოპოზიციის გამო ჩავარდა. 

"ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს და იქაც, არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ოპოზიციასაც ჰქონდა რაღაცები მიქარული, სიმართლე გითხრათ და თავის თავში ჩაიხედონ", - განაცხადა ელისაშვილმა, - "ამაზე ვერ ვილაპარაკებ, ეს ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ იქ, დახურულ შეხვედრაზე ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას რაღაცები რომ უთხრა და რაღაცები გაახსენა და ყველამ თავი დახარა და კრინტი ვერ დაძრეს". 

 


close დახურვა