logo
ENG



ჯო ბაიდენმა ვიქტორია ნულანდი პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილედ წარადგინა

17 იან 202117:11
3 წუთის საკითხავი
clock 1266
ჯო ბაიდენმა ვიქტორია ნულანდი პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილედ წარადგინა

ვიქტორია ნულანდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ბრუნდება. ჯო ბაიდენმა ის პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილედ წარადგინა. 

ვიქტორია ნულანდს 32-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. მუშაობდა 5 პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში, ორივე პოლიტიკური პარტიიდან. სამსახურიდან ის დონალდ ტრამპმა გაათავისუფლა. 

2005-2008 წლებში ვიქტორია ნულანდი იყო აშშ-ის ელჩი ნატოში. 

2013-2016 წლებში ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. ნულანდი საქართველოში ვიზიტით რამდენჯერმე ჩამოვიდა. 

2016 წლის ივნისში ნულანდი რუსეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. 

2020 წლის ზაფხულში, გამოცემა Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დიპლომატი წერდა, როგორ უნდა მიუდგეს რუსეთს აშშ: შეიქმნას გაერთიანებული გლობალური ფრონტი რუსეთის სამხედრო აგრესიის შესამოწმებლად და შესაკავებლად; შეიმუშავოს უფრო ძლიერი ინსტრუმენტები რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, დაწესდეს სანქციები, და დიპლომატების ძალისხმევა უშუალოდ რუსი ხალხისკენ მიემართოს. 


close დახურვა