logo
ENG



გარემოს სააგენტო: 18-20 იანვარს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

17 იან 202117:29
3 წუთის საკითხავი
clock 1072
გარემოს სააგენტო: 18-20 იანვარს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 იანვარს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა. 

იქნება ნალექი, ზოგან ძლიერი.  

სააგენტოს ცნობით: 

19-20 იანვარს უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები დააზიანოს.


close დახურვა