logo
ENG



ალექსეი ნავალნი აეროპორტიდან პოლიციამ გაიყვანა

17 იან 202122:01
3 წუთის საკითხავი
clock 764
2021/01/17/f2psi7fmn9cosgt.png

რუსეთში, შერემეტიევოს აეროპორტში ჩასული ალექსეი ნავალნი პოლიციამ აეროპორტიდან გაიყვანა. ის ჯერ რამდენიმე წუთით საზღვარზე გააჩერეს, შემდეგ კი გაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა ოპოზიციონერი.

პოლიტიკოსთან ერთად იმყოფებოდა მისი ადვოკატიც, თუმცა სამართალდამცველებმა უფლებადამცველს არ მისცეს იმის უფლება, რომ ნავალნის გაყოლოდა. 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა. მისი თვითმფრინავი შერემეტიევოს აეროპორტში დაჯდა. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე თვითმფრინავმა, რომელიც ბერლინიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა და ვნუკოვოს აეროპორტში უნდა დამჯდარიყო, მიმართულება შეიცვალა. 


close დახურვა