logo
ENG



სუს: ზუგდიდის სოფელ ხურჩასთან საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე

18 იან 202123:16
3 წუთის საკითხავი
clock 652
2021/01/18/t98krs8wlux9vo6.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ხურჩას მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე. 

სუსი განცხადებაშივე აღნიშნავს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელებისგან მიღებული ცნობით, აღნიშული პირები უკვე გაათავისუფლეს. 

უწყების განცხადებით, შემთხვევა 18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა, რის შემდეგაც გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოითხოვეს უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებილ გათავისუფლება. ასევე, მოითხოვეს პროცესში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართვა.

"ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები 3 პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე ცხელი ხაზით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ისე რეგიონში არსებულ სტაბილურობას", - წერია სუს-ის განცხადებაში.


close დახურვა