logo
ENG



პროკურატურა: ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულების შესაძლო გაყალბებაზე გამოძიება მიმდინარეობს

19 იან 202114:44
3 წუთის საკითხავი
clock 1425
2021/01/19/n1zymjjb9n47p3p.jpg

საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მასთან მცხოვრები ფსიქიკური პრობლემების მქონე ნათესავი ბაჩალიაშვილის დედას თეონა თამაზაშვილსა და მის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს მცდარ ინფორმაციებს აწვდის.

"გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე გ.თ.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მასთან მცხოვრებ ნათესავ გოგონას მ.შ.-ს, რომელიც ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობას საჭიროებს და მასთან ცხოვრობს, სისტემატიური სატელეფონო ურთიერთობა აქვს თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან თეონა თამაზაშვილთან და მის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან, რომლებსაც მცდარ ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, რომ თითქოს იგი თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდა და მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობს. გ.თ.-ს ჩვენებით აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას და მ.შ.-ს წარმოსახვისა და ფანტაზიის ნაყოფი უნდა იყოს. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა მ.შ.-ს ბიძამ ს.ჯ.-მ.", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება. 

ცნობისთვის, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 17 დეკემბერს შეწყვიტა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.


close დახურვა