logo
ENG



თალაკვაძე: ახალი არჩევნები არ განიხილება, პარლამენტი მუშაობს, 1-ლი ოპოზიცია შემოსულია

22 იან 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock 813

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარტია მოქალაქეების წევრებთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ქართული ოცნების პოზიციები უცვლელია.

როგორც მან მედიასთან თქვე, ახალი არჩევნები ან "მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია" არ განიხილება, პარლამენტი უკვე შეკრებილია და მუშაობს.

"ქართული ოცნების პოზიცია უცვლელია, რიგგარეშე არჩევნები ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია ჩვენი მხრიდან არ განიხილება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დასკვნა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გააკეთეს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არის რეალობის ამსახველი, არის სიმართლე, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლების დაცვის, ის არის ლეგიტიმური, პარლამენტი შეიკრიბა, უკვე მუშაობს, პირველი ოპოზიციური პარტია უკვე შემოსულია, სხვებთან მოლაპარაკებისთვის მზად ვართ", - თქვა თალაკვაძემ.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხს, ის კვლავ ამბობს, რომ ეს სასამართლოს პრეროგატივაა და პოლიტიკოსები ამგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. 

ელისაშვილმა გუშინ, 21 იანვარს განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს წყვეტს და თანახმაა, ქართულ ოცნებას საჯაროდ შეხვდეს. ელისაშვილი და იოსელიანი პარლამენტში დღეს, 22 იანვარს მივიდნენ და არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ. ელისაშვილი ამტკიცებს, რომ შეხვედრა თალაკვაძემ შესთავაზა.


close დახურვა