logo
ENG



ბორის ჯონსონი: კორონავირუსის ახალი ვარიანტი შესაძლოა უფრო მომაკვდინებელია

22 იან 202123:14
3 წუთის საკითხავი
clock 760
2021/01/22/qfyr7i6xbmlqxpu.jpg

ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, შესაძლოა უფრო მომაკვდინებელი იყოს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

"გარდა იმისა, რომ ის ვრცელდება უფრო სწრაფად, არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც თავდაპირველად ლონდონში აღმოაჩინეს, შესაძლოა მეტად ასოცირდებოდეს სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან",-ამბობს ბორის ჯონსონი.

BBC ასევე წერს, რომ აღნიშნული მათემატიკური ანალიზით დადგინდა, რომლის მიხედვითაც შეადარეს კორონავირუსის ძველი და ახალი ვერსიებით ინფიცირებული ადამიანების სიკვდილიანობის მაჩვენებლები.


close დახურვა