logo
ENG



მილოვი: ნავალნი ფიქრობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ნაწილად უნდა განვიხილოთ

23 იან 202111:51
3 წუთის საკითხავი
clock 1867
მილოვი: ნავალნი ფიქრობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ნაწილად უნდა განვიხილოთ

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მაშინ დააკავეს, როცა ბერლინიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ბერლინში ის ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. ნავალნის 3.5 წლით პატიმრობა ემუქრება. 

ამერიკის ხმა მის თანაგუნდელს, ვლადიმირ მილოვს ესაუბრა. ჟურნალისტმა კითხვა საქართველოს მიმართ ნავალნის დამოკიდებულებაზეც დაუსვა. 

როგორც მილოვმა თქვა, ალექსეი ნავალნის პოზიციები შეიცვალა. 

"როცა საქართველოში, 2008 წლის ომი მოხდა, მე და ის ძალიან ღიად ვჩხუბობდით ინტერნეტში ამ საკითხზე. ჩვენ ეს თემა ხშირად განგვიხილავს მოგვიანებითაც. ერთის მხრივ მისი პოზიცია ამის შემდეგ ძალზედ შეიცვალა. ის, რა თქმა უნდა, ეთანხმება და მე ამას ხშირად ვახმოვანებ, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცის საზღვრების გადახედვა მიუღებელია. ეს მისი პრინციპული პოზიციაა. საჭიროა ასევე მაშინდელი კონტექსტის გათვალისწინება, 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა შემთხვევით არ წააგო არჩევნები. საქართველოში ვხედავდით ავტორიტარულ ტენდენციებს. 

“ფრიდომ ჰაუსმა” 2008 წელს, საქართველოს რეიტინგები შეამცირა, იმიტომ რომ ზღუდავდნენ ოპოზიციას. ნავალნიმ ამაზეც გააკეთა კომენტარი. სააკაშვილს ბევრი აღიქვამს, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლს, მაგრამ მაშინ ეს ასე არ გამოიყურებოდა. გვახსოვს, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალში შეხვდებოდა ახალ წელს. 2006 წელს თბილისში ვიყავი, სააკაშვილსაც შევხდი. მაშინ განიხილებოდა ასევე ძალადობრივი სცენარები ტერიტორიული პრობლემების გადასაჭრელად. მე და ნავალნის ეს არ მოგვწონდა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ძალადობრივ სცენარებს. ამიტომ, აქ სიტუაცია უნდა განვიხილოთ ისე, როგორც იყო 2008 წლის აგვისტოში. თუმცა ნათელია, რომ თავად რუსულ აგრესიას ნავალნი მაშინაც და დღესაც გმობს. არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ სვამს საზღვრების უცვლელობის პრინციპს. ჩვენ ყველა პრინციპულად ვართ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, უნდა იყოს განხილული, როგორც საქართველოს ნაწილი. იყო განსხვავებები, პოზიციები შეიცვალა, თუმცა საჭიროა, არ დავივიწყოთ მნიშვნელოვანი ასპექტებიც.". - თქვა ვლადიმირ მილოვმა ამერიკის ხმასთან.


close დახურვა