logo
ENG



უგულავა: საზღვარზე გამაჩერეს, გაწითლებული ხარ და ვერ გადაკვეთო

23 იან 202113:05
3 წუთის საკითხავი
clock 974

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა წერს, რომ დღეს, 23 იანვარს საზღვარზე საქართველოს მხარის წარმომადგენლებმა გააჩერეს და განუცხადეს, რომ გაწითლებული იყო და საზღვარს ვერ გადაკვეთდა. უგულავა აცხადებს, რომ სასამართლოს მხრიდან საზღვრის კვეთაზე არანაირი შეზღუდვა არ აქვს დაწესებული. 

"შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო", - აცხადებს უგულავა, - "ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი ოპრიჩნიკი პოლიცია". 

ევროპული საქართველოს ლიდერი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას საკითხის მოკვლევისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საზღვარზე უკანონოდ გაჩერების პრაქტიკა ხშირია ოპოზიციის და ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. 

"ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ", - წერს უგულავა. 

 

 

 

 


close დახურვა