logo
ENG



მდინარაძე: პარტიის აღმასრულებელი მდივანი იქნება თქვენი მონა-მორჩილი, მამუკა მდინარაძე

23 იან 202115:41
3 წუთის საკითხავი
clock 411
2021/01/23/sr5wcp6znwrkkik.jpg

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის სამდივნოს შემადგენლობა აირჩიეს. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს. 

"გენერალური მდივანი უკვე იცით, რომ არის ბატონი კახა კალაძე. პოლიტიკურ მდივნად პოლიტიკურმა საბჭომ კვლავ აირჩია ირაკლი ღარიბაშვილი. საერთაშორისო მდივნად, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, იქნება კახა კუჭავა. რეგიონალური მდივანი იქნება დიმიტრი სამხარაძე. რაც შეეხება აღმასრულებელ მდივანს, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, როგორც იტყვიან ხოლმე, იქნება თქვენი მონა მორჩილი, მამუკა მდინარაძე". - ამბობს მდინარაძე. 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას მდინარაძემდე ირაკლი კობახიძე იკავებდა, თუმცა ივანიშვილის პოლიტიკიდან მეორედ წასვლის შემდეგ, კობახიძემ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გადაინაცვლა. 


close დახურვა